რეგისტრაცია
საიტზე რეგისტრაციამდე გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს წესებს
* ყველა ველის შევსება აუცილებელია
გავეცანი და ვეთანხმები წესებს

ბიზნესის ძებნა

საბაჟო საწყობი
1,793,025 650,000
თბილისი | საბითუმო ვაჭრობა და დისტრიბუცია
იყიდება საბაჟო საწყობი რომელიც მდებარეობს თბილისში, შემოვლით გზაზე, ომარ ხიზანიშვილის ქუჩა, N292-ში. მიწის საკადასტრო კოდი: 72.13.33.791. მიწის ფართი შეადგენს 7925 კვადრატულ მეტრს. მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ორი შენობა-ნაგებობა. შენობა N1 ორი სართულია, მასში განთავსებულია სასაწყობე, საოფისე და სამაცივრე ფართები (708კვ. მ). სიმაღლე 10 მეტრი.  შენობა N2 წარმოადგენს დამხმარე საწარმოო ფართს (76.1 კვ.მ). გასაყიდი ფასი: 650,000 აშშ დოლარი (დღგ-ს გარეშე).
ფიტშაურმა
120 44
თბილისი | კვების ობიექტები
იყიდება გამართული, აწყობილი, მოქმედი საშაურმე განსხვავებული კონცეფციით. ფიტშაურმა არის ჯანსაღი კონცეფციის საშაურმე, სადაც კონკურენტებისგან განსხვავებით მზადდება დაბალკალორიული შაურმა სპეციალური სოუსით. საშაურმე აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, არაფრის ყიდვა და დამატება არ იქნება საჭირო. ასევე იდეალურად არის გამართული სადისტრიბუციო სისტემა. დამარინადებული ხორცი, ბოსტნეული და ლავაში ადგილზე მოაქვთ შესაბამის კომპანიებს. სურვილის შემთხვევაში გაგიზიარებთ მათ საკონტაქტო ინფორმაციებსაც. ამჟამად ყოველდღიურად იყიდება 40-50 კგ. ხორცი. მინიმუმ 1200, მაქსიმუმ კი 2200 ლარია ყოველდღიური შემოსავალი. შესაბამისად, თვეში ობიექტის შემოსავალი 50-დან 60 ათასამდე მერყეობს. საშაურმე მდებარეობს საბურთალოზე, ბახტრიონის ქუჩაზე, ხალხმრავალ ადგილას. ფიტშაურმის მფლობელი ცნობილი იუთუბერი და ინფლუენსერია, რის გამოც ობიექტს ჰყავს როგორც ერთგული, ისე მუდმივად მზარდი მომხმარებელი. დაინტერესების შემთხვევაში, ასევე იყიდება ბრენდი, ანუ სახელის დატოვება შეგიძლიათ თუ იქნება თქვენი სურვილი და უკვე პოპულარული ბრენდის ქვეშ გააგრძელებთ საქმიანობას. საშაურმეს მოყვება ასევე ინსტაგრამ გვერდი, სადაც 8 ათასზე მეტი გამომწერი გვყავს. გარდა ამისა გვყავს პროფესიონალებით დაკომპლექტებული, მეგობრული გუნდი. სტაფი შედგება ექვსი თანამშრომლისგან, ამ კუთხითაც დამატებითი რესურსის და ენერგიის ხარჯვა არ მოგიწევთ. საშაურმის ფასია 150 000 ლარი.
გეიმ ფექთორი
30,344 11,000
თბილისი | გართობა
იყიდება აქტიური ბიზნესი ვაკეში, ილო მოსაშვილის 8ნომერი. ქირა არის 700$ ყოველთვიურად, აღჭურვილია 6 PS5 4K ტელევიზორები. დამატებულია ფიტპასი. დეტალებზე დარეკეთ.
ბინგო როიალ
689,625 250,000
თბილისი | გართობა
იყიდება ელექტრონული ბინგო, სრულიად მოწყობილია ყველა დეტალი მხოლოდ ჭირდება მუშაობა, ასევე გვყავს მომზადებული სტაფი, მუშაობა შეგიძლიათ დაიწყოთ 1 კვირაში, ლიცენზია აღებულია და აქტიურია 2027 წლამდე, ასევე იყიდება ტექნოლოგიის დისტრიბუტორის ლიცენზიასთან ერთად, იგულისხმება ასეთი ტექნოლოგიის გაყიდვა მხოლოდ თქვენ შეგეძლებათ კავკასიაში. გაყიდვის მიზეზი, მეპატრონე ტოვებს ქვეყანას
იყიდება კომპანიის 15 % იანი წილი
124 45
თბილისი | წარმოება
იყიდება აქტიურად მომუშავე კომპანიის წილი, 15 % -ის ოდენობით, 45 000 დოლარად. კომპანიის საქმიანობა მოიცავს სასმელი პროდუქციის წარმოებას. ძირითადი ხაზია ე.წ. შეიკები, დაბალალკოჰოლური სასმელები, ასევე ვაშლის ღვინო, წვენები, ენერგეტიკულები, ლიმონათები და სხვა. ჩვენი კომპანია პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც ადგილობრივ დონეზე ქმნის მსგავს პროდუქციას. პროდუქცია უკვე შესულია საშუალო რგოლის ქსელებში, როგორც დედაქალაქის, ისე რეგიონების დონეზეც (სპარის და იოლის ფრენჩაიზები... ასევე დრაივები, კაფეები, ბარები, კლუბები). რეალიზაციის ტემპი საგრძნობ მაღალი გახლავთ აჭარაში, თანაც ზაფხულის სეზონი ახლოვდება... ჩვენს სასმელ პროდუქტს გამოარჩევს გემოვნური არომატები, შეფერილობა, ორგანული და ბუნებრივი სურნელი და რაც მთავარია იშვიათი რეცეპტურა, რომელიც ორასამდე უნიკალურ სახეობას მოიცავს. შემოთავაზება გვაქვს დიდი ქსელებისგანაც, მაგრამ ამ ეტაპზე შპს ს არ აქვს რესურსი, დისტრიბუცია და სათანადო რაოდენობით პროდუქციის წარმოება თავის თავზე აიღოს და სწრაფად უზრუნველყოს ყოველივე ეს. გვსურს საწარმოო დანადგარების შეცვლაც, რათა წარმადობა უფრო მაღალი გავხადოთ. მოკლედ, პოტენციური მეწილე და ბიზნესპარტნიორი, როდესაც შეიძენს წილს, ის ამით განხორციელებს ბიზნესში ინვესტიაციას. ანუ მის მიერ გადახდილი წილის საფასური (წილის ნასყიდობის თანხა) თითქმის სრულად მოხმარდება კომპანიის საჭიროებებს, - დანადგარების შეძენას, დისტრიბუციის აწყობას, ბოთლებისა და ნედლეულების მომარაგებას, მუშა ხელის დამატებას საწარმოში, რეკლამირებას და პიარს და მსგავს აუცილებელ საკითხებს. წილის გაყიდვაც სწორედ ამით არის ჩვენი მხრიდან გამოწვეული, რომ გვსურს სხვა ადამიანის პროცესში შემოყვანით და ფინანსების მოზიდვით, საქმე და ბიზნესი წინ წავწიოთ და გავზარდოთ მასშტაბები. ჩვენი სასმელები მართლაც რომ ნებისმიერ კონკურენტ კომპანიას გადასჯაბნის თავისი მახასიათებლებით და მერწმუნეთ, ამ საქმეს უდიდესი პერსპექტივა აქვს. დაინტერესებული პირი, როდესაც მოვა და გასინჯავს პროდუქტს, ამაში თავადაც დარწმუნდება. ბოლოს აქვე დავამატებდი იმასაც, რომ ჩვენი კომპანიის დონეზე შესაძლებელია წარმოება არამხოლოდ სეზონური პროდუქციის, არამედ არასეზონურისაც და ერთ ერთი მთავარი უპირატესობა ესეც არის.
მენეჯერი
68,000 24,651
თბილისი | რესტორნები და ბარები
დიდი ლამაზი კაფე და ბარი საბურთალოზე ტექნიკურ მეტროსთან. არის 145 კვადრატული მეტრი, სამი სასადილო ფართი და ორი სამზარეულო. მოყვება 41000 ლარი სამზარეულოს ტექნიკა, პლუს 15800 ლარი ავეჯი, ჭურჭელი და დეკორი. შენობის ბოლო განახლება მოიცავს 3 ფაზის ელექტროენერგიის დამატებას დიდი სამზარეულოს აღჭურვილობისთვის და ახალი გარე საღებავისთვის. ეს კაფე მხოლოდ 3 თვეა გახსნილია, მაგრამ მას რეგულარული მომხმარებლების მიმდევრები ჰყავს და მხოლოდ 5 ვარსკვლავიანი მიმოხილვები აქვს. მფლობელები ამერიკელები არიან და მალე დაბრუნდებიან აშშ-ში. ისინი მზად არიან გაყიდონ ბიზნესი ისე, როგორც არის, ან გაყიდონ აღჭურვილობა ცალკე უფრო დაბალ ფასად. ამ ადგილის ქირა არის $800/თვეში და იჯარა გადაეცემა თქვენს სახელს. იჯარაზე დარჩენილია 4 წელი.
საბაჟო საწყობი
1,793,025 650,000
თბილისი | საბითუმო ვაჭრობა და დისტრიბუცია
იყიდება საბაჟო საწყობი რომელიც მდებარეობს თბილისში, შემოვლით გზაზე, ომარ ხიზანიშვილის ქუჩა, N292-ში. მიწის საკადასტრო კოდი: 72.13.33.791. მიწის ფართი შეადგენს 7925 კვადრატულ მეტრს. მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ორი შენობა-ნაგებობა. შენობა N1 ორი სართულია, მასში განთავსებულია სასაწყობე, საოფისე და სამაცივრე ფართები (708კვ. მ). სიმაღლე 10 მეტრი.  შენობა N2 წარმოადგენს დამხმარე საწარმოო ფართს (76.1 კვ.მ). გასაყიდი ფასი: 650,000 აშშ დოლარი (დღგ-ს გარეშე).
ბოლოს დამატებული სტატიები

8 მიზეზი, თუ რატომ არის უკეთესი ვიყიდოთ არსებული ბიზნესი, ვიდრე დავიწყოთ ახლიდან
სტატიები
შეცდომები, რომელსაც თავი უნდა აარიდოთ ბიზნესის გაყიდვისას
სტატიები
რატომ დავაბანდოთ ფული განვითარებად ბაზრებზე?
სტატიები
ბიზნესის შეფასების პროცესი
სტატიები
სიახლეების გამოწერა