სხვადასხვა ფინანსური პროდუქტი, როგორიცაა ფიქსირებული დეპოზიტები, ობლიგაციები, აქციები, თუ უძრავი ქონება, იძლევა განსხვავებულ უკუგებას. რატომ განსხვავდება უკუგება? ამაზე პასუხის გასაცემად ჯერ უნდა გავიგოთ რისკის იდეა. ინვესტირების მნიშვნელოვანი პრინციპია ის, რომ უფრო მაღალი მოსალოდნელი ანაზღაურება დაკავშირებულია უფრო მაღალ რისკებთან. რისკი განაპირობებს აქტივების უკუგებას. ფიქსირებული დეპოზიტი იღებს ყველაზე დაბალ შემოსავალს, რადგან ის ითვლება ყველაზე უსაფრთხოდ. აქციებს აქვთ ყველაზე მაღალი მოსალოდნელი შემოსავალები, რადგან ისინი სარისკო ინვესტიციად ითვლებიან. საშუალოდ ობლიგაციას უფრო დაბალი მოსალოდნელი შემოსავალი აქვს, ვიდრე აქციას, რადგან ის ნაკლებად სარისკოა, ისევე როგორც უძრავი ქონება, თუმცა უძრავი ქონების სახეობებს შორისაც შეიძლება იყოს რისკიანობაში მნიშვნელოვანი სხვაობა.
მაგრამ რა არის რისკი შინაარსობრივად?
ინვესტირებისას არ არსებობს ჯილდო რისკის გარეშე, თუ ინვესტიცია გვთავაზობს უფრო მაღალ მოსალოდნელ შემოსავალს, ის ზოგადად უფრო მაღალ რისკიანიც იქნება. ხოლო რისკი შინაარსობრივად ნიშნავს რამდენად შეიძლება განსხვავდებოდეს რეალური შემოსავალი მოსალოდნელისგან – ანუ არასტაბილურობას. დავუშვათ, კომერციულ უძრავ ქონებაში ინვესტიციას აქვს მოსალოდნელი წლიური შეომსავალი 10%. იმ შემთხვევაში თუ გავაქირავეთ მოსალოდნელზე უკეთესად, რეალური შემოსავალი იქნება 10%-ზე მეტი. თუ მოსალოდნელზე უარესად გავაქირავეთ, რეალური შემოსავალი იქნება 10%-ზე დაბალი. ფაქტობრივი შემოსავალი იქნება 10% მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინვესტიცია კომერციულ უძრავ ქონებაში აგენერირებს შემოსავალს ისე, როგორც მოსალოდნელი იყო.
რისკი ნიშნავს არასტაბილურობას იმისა, რომ მოსალოდნელი უკუგება შეიძლება განსხვავდებოდეს ფაქტობრივი უკუგებისგან. ამ განსხვავების შესაძლო დიაპაზონი რეალურ და მოსალოდნელ შემოსავალს შორის არის რისკი ანუ არასტაბილურობა.
რისკის მარტივი სტატისტიკური საზომი არის სტანდარტული გადახრა მოსალოდნელი შემოსავლიდან (Standard Deviation). რაც უფრო დიდი შეიძლება იყოს გადახრა საშუალოდ მოსალოდნელიდან, მით მეტია ინვესტიციის საერთო რისკი. საშუალოდ თუ კომერციული უძრავი ქონება მეტად არის დამოკიდებული ბაზრის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ვიდრე საცხოვრებელი ბინები, მაშინ შემოსავლები კომერციულ უძრავ ქონებაზე უფრო არასტაბილური იქნება, თუმცა საშუალოდ უფრო მაღალი ვიდრე ბინების გაქრიავებიდან იქნება მოსალოდნელი…
მოსალოდნელი უკუგების თანაფარდობა რისკთან ცნობილია როგორც Sharpe-ის თანაფარდობა. რაციონალური ინვესტირება მიზნად ისახავს შარპის კოეფიციენტის მაქსიმიზაციას, რომელიც ზრდის ანაზღაურებას იმავე რისკისთვის ან ამცირებს რისკს იმავე შემოსავლისთვის.
გარდა ამისა, იმისთვის, რომ ინვესტირებაში წარმატებული იყოთ, უნდა გესმოდეთ თქვენი რისკის მადა. შეაფასეთ თქვენი რისკისადმი მიდრეკილება სამ განზომილებაში საჭიროების, უნარისა და ნებისყოფის, თუ პენსიაზე გასვლას გეგმავთ 40 წლის ასაკში, მოგიწევთ უფრო მაღალი შემოსავლის გამომუშავება, რაც ადრინდელ პენსიაზე გასვლის საშუალებას მოგცემთ. თუ თქვენ გყავთ დამოკიდებული ოჯახის წევრები, თქვენი რისკების აღების უნარი უფრო დაბალია, ვიდრე სხვა პიროვნების, რომელსაც არ ჰყავს დამოკიდებული ოჯახის წევრები. თუ თქვენ გაქვთ რისკების აღების მოთხოვნილება და შესაძლებლობა, მაგრამ რისკიანი აქტივების შეძენის შემდეგ არასტაბილურობა შემაშფოთებელი გეჩვენებათ, მაშინ ნებისყოფა დაბალია. წარმოიდგინეთ ინვესტიცია, როგორც ატრაქციონის არჩევა. თუ აირჩევთ ზედმეტად საშიშს, სავარაუდოდ მოგინდებათ მგზავრობის შუაგზაში მიტოვება. ანალოგიურად, თუ თქვენ განახორციელეთ ინვესტიციები, რომლებიც ზედმეტად არასტაბილურია თქვენი რისკის მადისათვის, შეიძლება პანიკაში ჩავარდეთ და ნაადრევად გაყიდოთ ისინი, როდესაც ბაზარი დროებით მინელდება. ეს კი მძიმე შეცოდმა იქნება. წარმატებული ინვესტიციის გასაღები არის ინვესტიციაში გრძელვადიანად დარჩენის უნარი და ნებისყოფა.
Pingback:რისკების დივერსიფიკაცია - Flatmarket.ge