ჩვენ შესახებ
ფლეტმარკეტი არის საქართველოში მიმდინარე, საცხოვრებელი, მშენებარე პროექტების ელექტრონული კატალოგი, რომლის მისიაა დაეხმაროს პოტენციურ მომხმარებლებს პროექტების პოვნაში და დეველოპერებთან დაკავშირებაში.
ჩვენი სერვისები
პროექტის პლატფორმაზე განთვასება არის უფასო, თუმცა უფრო მეტი გაყიდვების მისაღწევად შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი გაყიდვების გუნდის მხარდაჭერით => იხილეთ დეტალურად
როგორ ხდება პროექტის განთავსება?
პროექტის განთავსების მიზნით უნდა გაიაროთ რეგისტრაციის მარტივი პროცესი, რის შემდეგაც ელ-ფოსტაზე მოგივათ შესაბამისი პაროლი. განთავსებულ პროექტს ავტომატურად მიეთითება თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია, რომლის რედაქტირება შესაძლებელი იქნება თქვენი პროფილიდან.
პროექტი პლატფორმაზე გამოჩნდება მხოლოდ ჩვენი მხრიდან გადახედვის და დაზუსტების შემდეგ, რათა თავიდან ავირიდოთ შეცდომები და შევინარჩუნოთ ინფორმაციის განთავსების სტანდარტი.
ატვირთვა შესაძლებელია დამოუკიდებლად, – დახმარების საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ ფეისბუკზე
რამდენად ზუსტია ჩაბარების ვადები ?
აღნიშნული ინფორმაცია მოპოვებულია დეველოპერების ფეისბუკ, ვებ გვერდებიდან ან მათი სატელეფონო გამოკითხვით. თუმცა უნდა აღინიშნოს რომ დეველოპერთა ერთი ნაწილი პერიოდულად ცვლის ჩაბარების ვადებს. მშენებლობის სიჩქარეზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა კოვიდ პანდემიამაც. ამიტომ როცა ჩაბარების დეკლარირებულ ვადებზე ფიქრობთ და სხვადასხვა პროექტებს ადარებთ, ასევე შეადარეთ მშენებლობის ეტაპებიც
რას ნიშნავს შავი, თეთრი, მწვანე, პრემიუმ კარკასი ?
ეს ტერმინები არ არის იურიდიული განსაზღვრებები, დაახლოებით ერთიდაიგივე პოზიციები მოისაზრება მაგრამ უნდა გვახსოვდეს რომ შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი გადახვევები. ამიტომ სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ კარგად დააზუსტედ რა შედის კონკრეტული დეველოპერის შემოთავაზებაში…
ამ კუთხით დახმარების მიზნით პლატფორმაზე განთავსებულია დეტალები ჩაბარების კონდიციის შესახებ, და პლატფორმას დაემატა შედარების ფუნქცია , რომელიც დაგეხმარებათ სხვადასხვა პროექტების შედარებაში
რამდენად ზუსტია მითითებული კვ.მ.-ის ფასები ?
ზოგადად ამ ციფრის ზუსტად მითითება შეუძლებელია, რადგან დეველოპერები ხშირად ცვლიან ფასებს. გარდა ამისა მნიშვნელოვანია რომ ერთიდაიგივე პროექტში კვადრატულის ფასები ძალიან განსხვავდება სხვადასხვა ბინის მიხედვით (ერგონომიკა, სართული, ხედი, გამზიურება, განიავებადობა…) თუმცა მიუხედავად ამისა ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვახორციელებთ ციფრების კორექციას…
ამასთან მნიშვნელოვანია გვესმოდეს რომ კვადრატულის ფასი შეცდომაში შემყვანი ციფრია, რადგან ბინის რეალურ ღირებულებაზე განსაკუთრებით გავლენას ახდენს მისი ერგონომიკა, ანუ ოთახების რაოდენობა, ზომები და მოხერხებულობა. შეიძლება უფრო დიდ ფართში უფრო ცოტა ოთახები იყოს არასაკმარისი სარკმელების თუ შახტების გამო…
ჩვენი რეკომენდაციაა რომ ბინის შერჩევისას იკითხეთ ოთახების და არა კვადრატულის ფასები. ანუ განსაკუთრებული ყურადრება მიაქციეთ რამდენ ოთახიანია ბინა და არა მხოლოდ რამდენი კვადრატულია…
განთავსების წესები და პირობები
- ფლეტმარკეტზე პროექტის შესახებ ინფორმაციის განთავსება არის უფასო;
- ფლეტმარკეტი პასუხისმგებელი არ არის მენაშენეს მიერ განთავსებული ინფორმაციის სისწორეზე, ან მართვაზე;
- ფლეტმარკეტს აქვს უფლება ცვლილებები შეიტანოს განთავსებულ ინფორმაციაში, მომხმარებლების ინტერესებიდან გამომდინარე, – დააზუსტოს ან გაამდიდროს მონაცემები;
- ინფორმაციის განთავსებისას აუცილებელია მომხმარებელმა მიუთითოს პროექტის საკადასტრო კოდი, საორიენტაციო საწყისი ფასი, და საკონტაქტო ინფორმაცია. სხვა შემთხვევაში განცხადება არ გამოქვეყნდება;
- პლატფორმა განკუთვნილია საცხოვრებელი ფუქციის მატარებელი დეველოპერული პროექტებისთვის, შეუსაბამო პროექტების შესახებ ინფორმაცია არ გამოქვეყნდება;
- პლატფორმაზე არ დაიდება ორი ან მეტი განცხადება ერთიდაიმავე პროექტის შესახებ;
- ფლეტმარკეტი არ არის პასუხისმგებელი უძრავი ქონების მყიდველსა და გამყიდველს შორის დადებული ხელშეკრულების ხარისხზე ან შესრულებაზე
ანგარიშის გაუქმება
საიტიდან თქვენი პროფილის წაშლის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ ელ ფოსტაზე: contact@flatmarket.ge, ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე: https://www.facebook.com/flatmarket.ge
როგორ განისაზღვრება ეზო-გამწვანების ფართობები ?
აღნიშნული ინფორმაცია მოცემულია დამტკიცებული პროექტის მონაცემებში კ1 და კ3 კოეფიციენტების მიხედვით.
კ3 კოეფიციენტი განსაზღვრაბს ფართობს რომელიც ეზოს შიგნით აუცილებლად უნდა იყოს გამწვანებული. შესაბამისად ეზოს ფართობი ყოველთვის უფრო დიდია ვიდრე გამწვანების ფართობი;
კ1 კოეფიციენტი განსაზღვრავს მიწის ზედაპრიზე შენობის მიერ დაკავებულ ფართობს, – შესაბამისად 1-კ1 = ეზოს ფართობს.
კოეფიციენტების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ თბილისის არეალში, ამიტომ ზოგ შემთხვევაში ვეყრდნობით დეველოპერების მიერ მოწოდებულ ინფორმაციებს ფეისბუკსა და ვებ გვერდებზე.
როგორ იზომება ჭერის სიმაღლე ?
ჭერის სიმაღლის შესახებ მონაცემების აღება ხდება დამტკიცებული პროექტის ფაილიდან. ასეთ ფაილებში მოცემულია სართულიდან სართულამდე ნიშნულის ზომები.
იმისათვის რომ მომხმარებლისთვის უკეთ აღქმადი იყოს ჭერის სიმაღლე, სართულებს შორის მოცემული ნიშნულის ზომების კორექცია ხედბა სართულის გადახურვის ფილისა და იატაკზე მსუბუკი ბეტონის სისქის გამოკლებით რაც დაახლოებით 25 სმ შეადგენს. ანუ თუ სართულს შორის ნინშულის ზომა არის დავუშვათ 3.30 მეტრი ჩვენ მითითებული გვაქვს 3.05 (ზოგადად დეველოპერების დიდი უმრავლესობა სწორედ ამ სიმაღლეს უთითებს კონტრაქტშიც)
GDPR – კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ჩვენ (Start – Business Solutions LLC), ვალდებულნი ვართ დავიცვათ ნებისმიერი მონაცემი, რომელიც ჩვენ ვაგროვებთ თქვენთან დაკავშირებით. ჩვენი სერვისების გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით იმ მონაცემების გამოყენებას, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.
მოკლედ GDPR– ის შესახებ:
GDPR არის რეგულაცია, რომლის მიზანია დაიცვას ევროკავშირის (ევროკავშირის) მოქალაქეების კონფიდენციალურობა. სხვა საკითხებთან ერთად, ის მომხმარებლებს აძლევს უფრო მეტ კონტროლს პერსონალურ მონაცემებზე, რომლებსაც ისინი უზიარებენ ვებსაიტებს.
ჩვენ ვაგროვებთ თქვენს შესახებ ინფორმაციის მინიმალურ რაოდენობას, რომელიც არის შესაბამისი მომსახურების გაწევის პროპორციული. ეს პოლიტიკა მიუთითებს პროცესების ტიპზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თქვენს შესახებ მონაცემების შეგროვება. ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის მიზანია მოგცეთ იმის გაგება, თუ რომელი პერსონალური საიდენტიფიკაციო ინფორმაცია („PI“, „პერსონალური ინფორმაცია“) გროვდება, როგორ და როდის შეიძლება გამოვიყენოთ თქვენი ინფორმაცია, ვის აქვს წვდომა ამ ინფორმაციაზე და როგორ შეგიძლიათ შეასწორეთ ინფორმაციაში არსებული ნებისმიერი უზუსტობა. თქვენი კონფიდენციალურობის უკეთ დაცვის მიზნით, ჩვენ გთავაზობთ ამ შეტყობინებას, სადაც განმარტებულია ჩვენი ონლაინ საინფორმაციო პრაქტიკა და არჩევანი, რომელიც შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი ინფორმაციის შეგროვებისა და გამოყენების შესახებ. იმისათვის, რომ ეს ცნობა ადვილად მოიძებნოს, ჩვენ ვაძლევთ მას ჩვენს ვებგვერდზე.
შეგროვებული ინფორმაცია
ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ ნებისმიერი ან ყველა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება როგორც ავტომატური საშუალებით, როგორიცაა საკომუნიკაციო პროფილები და ქუქი -ფაილები. თქვენი პირადი ინფორმაცია დამოკიდებულია მომსახურების ტიპზე, მხარდაჭერაზე ან გაყიდვის მოთხოვნაზე და შეიძლება შეიცავდეს თქვენს სახელს, მისამართს, ტელეფონის ნომერს, ფაქსის ნომერს და ელ.ფოსტის მისამართს, მომსახურების თარიღებს, მომსახურების ტიპებს, გადახდის ისტორიას, მეთოდს გადახდა, გადახდის ოდენობა, გადახდის თარიღი, დომენი ან გადახდის სხვა ინფორმაცია.
ინფორმაციის გამოყენება
ეს ინფორმაცია გამოიყენება ბილინგისთვის და ჩვენი მომხმარებლების მომსახურებისა და მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად. ჩვენ ასევე შეგვიძლია შევისწავლოთ ეს ინფორმაცია, რათა განვსაზღვროთ ჩვენი მომხმარებლების საჭიროებები და უზრუნველვყოთ ჩვენი მომხმარებლების მხარდაჭერა. ყველა გონივრული ზომა მიიღება ამ ინფორმაციის უნებართვო წვდომის თავიდან ასაცილებლად.
ჩვენ ვიყენებთ IP მისამართებს ტენდენციების გასაანალიზებლად, ჩვენი საიტებისა და სერვერების ადმინისტრირებისთვის, წვდომის თვალყურის დევნებისთვის და ფართო დემოგრაფიული ინფორმაციის შესაგროვებლად. IP მისამართები არ არის დაკავშირებული პირად იდენტიფიცირებულ ინფორმაციასთან. შესაძლებელია, რომ მომხმარებლის შესახებ პირადი ინფორმაცია შეიტანოს ჟურნალის ფაილებში, IP მისამართებისა და SaaS პროგრამების ნორმალური ფუნქციონირების გამო.
ამჟამად სტატისტიკური ანალიზისთვის ჩვენ ვიყენებთ WPStatistics მოდულს, რომელიც არ აგროვებს პერსონალურ მონაცემებს, არ ინახავს ქუქი -ფაილებს, ჩვენი ვიზიტორების ბრაუზერები და IP მისამართები არ არის შენახული მონაცემთა ბაზაში. დამატებითი ინფორმაცია WPStatistic– ის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: