ზოგადად ამ ციფრის ზუსტად მითითება შეუძლებელია, რადგან დეველოპერები ხშირად ცვლიან ფასებს. გარდა ამისა მნიშვნელოვანია რომ ერთიდაიგივე პროექტში კვადრატულის ფასები ძალიან განსხვავდება სხვადასხვა ბინის მიხედვით (ერგონომიკა, სართული, ხედი, გამზიურება, განიავებადობა…) თუმცა მიუხედავად ამისა ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვახორციელებთ ციფრების კორექციას…

ამასთან მნიშვნელოვანია გვესმოდეს რომ კვადრატულის ფასი შეცდომაში შემყვანი ციფრია, რადგან ბინის რეალურ ღირებულებაზე განსაკუთრებით გავლენას ახდენს მისი ერგონომიკა, ანუ ოთახების რაოდენობა, ზომები და მოხერხებულობა. შეიძლება უფრო დიდ ფართში უფრო ცოტა ოთახები იყოს არასაკმარისი სარკმელების თუ შახტების გამო…

ჩვენი რეკომენდაციაა რომ ბინის შერჩევისას იკითხეთ ოთახების და არა კვადრატულის ფასები. ანუ განსაკუთრებული ყურადრება მიაქციეთ რამდენ ოთახიანია ბინა და არა მხოლოდ რამდენი კვადრატულია…

უფრო დეტალურად ბლოგში