მშენებარე ბინების ბაზარზე კარგად გავრცელებული პრაქტიკაა გრძელვადიანი „უპროცენტო“ განვადებები.  თუმცა გამომდინარე იქედან რომ „უპროცენტო“ განვადება ბუნებაში არ არსებობს, დეველოპერები ფასდაკლებებს სთავაზობენ მომხმარებელს წინსწრებით გაკეთებული შენატანებისთვის.

ამაში ცუდი არაფერია. ცუდია ის რომ დეველოპერების 90%, ბაზარს არ სთავაზობს მომხმარებელზე ინდივიდუალურად მორგებულ ფასდაკლების სისტემას, რაც თავის მხრივ იწვევს როგორც მათი ასევე მომხმარებლის ფულადი რესურსების კარგვას.

შეიძლება შემოგთავაზონ ფასდაკლება თუ მაგალითად თანხის 50%-ს შეიტანთ წინსწრებით, მაგრამ რა გადაწყვეტილებას მიიღებთ თუ მხოლოდ 45%-ის შეტანა შეგიძილიათ, თან დავუშვათ სექტემბრის ბოლოს და არა ივნისში? ასეთ შემთხვევაში ბევრი დეველოპერი ან უარს გეტყვით ფასდაკლებაზე, ან, უკეთეს შემთხვევაში, შემოგთავაზებთ არასისტემურ ფასდაკლებას იქედან გამომდინარე თუ რამდენად ესაჭიროება ფული მოცემულ მომენტში.

არადა შესაძლებელია სისტემური მიდგომის დანერგვა, ისე რომ თითოეულ წინსწრებით შეტანილ თეთრზე გაკეთდეს ფასდაკლება და ეს მომგებიანი იყოს როგორც დეველოპერისთვის ისე მომხმარებლისთვის.

რას აძლევს დეველოპერს წინსწრებით შეტანილი თანხა?

წინსწრებით შეტანილი თანხით დეველოპერი იღებს ორგვარ სარგებელს. ჯერ ერთი, მას შეუძლია ამ თანხით დაფაროს სესხი და შეიმციროს მაღალი საპროცენტო ხარჯები, მეორეს მხრივ შესაძლებლობა ეძლევა უფრო ნაკლები გაყიდვებით მეტად დააფინანსოს პროექტი, – შესაბამისად მომდევნო პერიოდში ბინები უკეთეს ფასად გაყიდოს, რაც მომგებიანობას ≈ 30%-მდე გაუზრდის. ანუ დეველოპერისთვის სისტემური ფასდაკლება ცალსახად სარგებლიანი მდგომარეობაა.

რა სარგებელს აძლევს მომხმარებელს წინსწრებით შეტანილი თანხა?

მომხმარებელი პოტენციურად იღებს უფრო დაბალ ფასს, მეორეს მხრივ კი უფრო მაღალ რისკს. ამიტომ მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ ფასდაკლების სისტემა იყოს ობიექტურად სამართლიანი და არა „ლამაზი თვალებიდან“ ანდა „სავაჭრო ტონუსიდან“ გამომდინარე.

განვიხილოთ მაგალითი:

ქვემოთ დანრთზე ჩანს 50,000 აშშ დოლარის ღირებულების ბინის სტანდარტული გადახდის გრაფიკი და პოტენციურ მომხმარებელზე მორგებული გრაფიკი, რომელიც წლიური 6%-ანი ანგარიშით ძლევა 3,756 აშშ დოლარის ფასდაკლებას, მაშინ როცა პირველადი შენატანი მხოლოდ 200 აშშ დოლარია.

NPV – ზე დაფუძნებული სისტემური ფასდაკლება

ექსელის ფაილი (გახსნისთვის საჭიროა თანამედროვე ექსელი).