შენი სახლი სამგორში

შენი სახლი სამგორში

პროექტი ,,შენი სახლი სამგორში” ხორციელდება ესტონურ-ქართული ინვესტიციით, ბანკის სესხის გარეშე. ახალი საცხოვრებელი უბანი სამგორში, მოსკოვის გამზირზე #13-ში შენდება. 3,3 ჰექტარზე 17 საცხოვრებელი სახლი აშენდება. კომპლექსის მშენებლობა ეტაპობრივად არის დაგეგმილი. პირველი საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის აგვისტოში დაიწყო და 2021 წლის იანვარში დასრულდა, ასევე 2021 წლის სექტემბერში დავასრულეთ მე-2 საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მე-3 სახლის სამშენებლო სამუშაოები. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია ,,ABT Internatsional”-ი აწარმოებს; სამშენებლო სამუშაოები ყველა სამშენებლო ნორმისა და სტანდარტის დაცვით მიმდინარეობს. საცხოვრებელი კომპლექსი სრულად იქნება აღჭურვილი მრავალფუნქციური საუბნო ინფრასტრუქტურით; კომპლექსი საცხოვრებელ ზონასთან ერთად მოიცავს დასასვენებელ, საბავშვო, სპორტულ და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურას. თითოეული სახლი აღჭურ- ვილი იქნება ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით. კომპლექსის მდებარეობის მთავარი უპირატესობები: •კომპლექსის სიახლოვე ქალაქის ცენტრთან (თავისუფლების მოედნამდე ტრანსპორტით გადაადგილების შემთხვევაში 12 წთ სავალზე) • მეტრო სამგორიდან 400 მეტრში • სიახლოვე ქალაქის ძირითად სატრანსპორტო ხაზებთან • საცობებისგან შედარებით თავისუფალი მოძრაობა • უკეთესი ეკოლოგიური მდგომარეობა ქალაქის ამ ნაწილში – ნაკლები გამონაბოლქვი • განვითარებული ინფრასტრუქტურა გადაადგილებისას საჭირო დრო ტრანსპორტით მოძრაობის შემთხვევაში: • თავისუფლების მოედნამდე -12 წუთი • მეტრო ვარკეთილამდე – 10 წთ • ისნის მეტრომდე – 6 წთ • ნავთლუღის ავტოსადგურამდე – 2 წთ • კახეთის გზატკეცილამდე – 3 წთ მინიმალური ფართი 43 კვ.მ. ბინები ბარდება სრული თეთრი კარკასის მდგომარეობით.


საკონტაქტო ინფორმაცია
  • მობილური : 591129090
  • Email Address : samgorihouse@gmail.com
  • მისამართი : მოსკოვის გამზირი #13

მიწერე მენეჯერს

GDPR შეთანხმება *

Loading...
 
Verified by MonsterInsights