ახალი პროექტი ,,შენი სახლი ლისზე“ ჩვენი კომპანიის რიგით მე-4 პროექტია. ჩვენ მიერ უკვე განხორციელებული თუ მიმდინარე პროექტების (,,შენი სახლი ჯიქიაზე“ ,,შენი სახლი კიკვიძის ბაღთან“ და ,,შენი სახლი სამგორში“) შემდეგ კიდევ ერთი ახალი პროექტის მშენებლობა დავიწყეთ. ახალი საცხოვრებელი კომპლექსი ტერიტორიულად ლისის ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ლეო კვაჭაძის ქუჩაზე აშენდება. ნაკვეთის საერთო ფართი: 44,502 კვ.მ (4,4 ჰა) სულ დაგეგმილია 14 სახლის მშენებლობა, მათი სართულიანობა განისაზღვება 4 სართულით და შედგება 1-2 და 3 ბლოკისგან. საცხოვრებელ სახლებთან ერთად, გზის პირას, I და VI სახლების პირველ სართულებზე განთავსდება კომერციული ფართები. პროექტი „შენი სახლი ლისზე“ გამოირჩევა ისეთი მნიშვნელოვანი უპირატესობებით, როგორიც არის: მდებარეობა თბილისის ერთ-ერთ ყველაზე დიდ რეკრეაციულ ზონასთან – ლისის ტბასთან; სიახლოვე ქალაქის ცენტრთან; მშვიდი, ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა გარემო; თბილისის ურბანული ლანდშაფტის ხმაურისა და გამონაბოლქვისგან თავისუფალი ადგილი; მეტი სიმწვანე, სივრცე და სუფთა ჰაერი – ერთიანი, დიდი, 20,500 კვ.მ მწვანე სარეკრეაციო სივრცე; მიმდებარე ტერიტორიაზე საგანმანათლებლო სივრცეების არსებობა (ბრიტანულ-ქართული აკადემია, სკოლა „მილენიუმი“, სკოლა ,,მწიგნობართუხუცესი“); სიახლოვე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებასთან; ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკები და უსაფრთხო გარემო; პროექტი სრულად იქნება აღჭურვილი სრულყოფილი საუბნო ინფრასტრუქტურით და მორგებული იქნება იმაზე, რომ თითოეულმა მაცხობვრებელმა თავი იგრძნოს კომფორტულად და მშვიდად. „შენი სახლი ლისზე“ იქნება ადგილი, რომელიც შექმნის საცხოვრებლად საუკეთესო, სასიამოვნო და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის.
საკონტაქტო ინფორმაცია
- მობილური : 591909070
- Email Address : mylisihouse@gmail.com