Archives

ჩვენ შესახებ

ფლეტმარკეტი არის საქართველოში მიმდინარე, საცხოვრებელი, მშენებარე პროექტების ელექტრონული კატალოგი, რომლის მისიაა დაეხმაროს პოტენციურ მომხმარებლებს პროექტების პოვნაში და დეველოპერებთან დაკავშირებაში.

რამდენად ზუსტია ჩაბარების ვადები ?

აღნიშნული ინფორმაცია მოპოვებულია დეველოპერების ფეისბუკ, ვებ გვერდებიდან ან მათი სატელეფონო გამოკითხვით. თუმცა უნდა აღინიშნოს რომ დეველოპერთა ერთი ნაწილი პერიოდულად ცვლის ჩაბარების ვადებს. მშენებლობის სიჩქარეზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა კოვიდ პანდემიამაც. ამიტომ როცა ჩაბარების დეკლარირებულ ვადებზე ფიქრობთ და სხვადასხვა პროექტებს ადარებთ, ასევე შეადარეთ მშენებლობის ეტაპებიც უფრო დეტალურად ბლოგში

რას ნიშნავს შავი, თეთრი, მწვანე, პრემიუმ კარკასი ?

ეს ტერმინები არ არის იურიდიული განსაზღვრებები, დაახლოებით ერთიდაიგივე პოზიციები მოისაზრება მაგრამ უნდა გვახსოვდეს რომ შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი გადახვევები. ამიტომ სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ კარგად დააზუსტედ რა შედის კონკრეტული დეველოპერის შემოთავაზებაში… ამ კუთხით დახმარების მიზნით პლატფორმაზე განთავსებულია დეტალები ჩაბარების კონდიციის შესახებ, და პლატფორმას დაემატა შედარების ფუნქცია , რომელიც დაგეხმარებათ სხვადასხვა პროექტების შედარებაში უფრო დეტალურად ბლოგში

რამდენად ზუსტია მითითებული კვ.მ.-ის ფასები ?

ზოგადად ამ ციფრის ზუსტად მითითება შეუძლებელია, რადგან დეველოპერები ხშირად ცვლიან ფასებს. გარდა ამისა მნიშვნელოვანია რომ ერთიდაიგივე პროექტში კვადრატულის ფასები ძალიან განსხვავდება სხვადასხვა ბინის მიხედვით (ერგონომიკა, სართული, ხედი, გამზიურება, განიავებადობა…) თუმცა მიუხედავად ამისა ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვახორციელებთ ციფრების კორექციას… ამასთან მნიშვნელოვანია გვესმოდეს რომ კვადრატულის ფასი შეცდომაში შემყვანი ციფრია, რადგან ბინის რეალურ ღირებულებაზე განსაკუთრებით გავლენას ახდენს მისი…

Verified by MonsterInsights