მნიშვნელოვანია გვესმოდეს რომ ცალკე აღებული კვადრატულის ფასი შეცდომაში შემყვანი ციფრია, რადგან ბინის რეალურ ღირებულებაზე განსაკუთრებით გავლენას ახდენს მისი ერგონომიკა, ანუ ოთახების რაოდენობა, ზომები და მოხერხებულობა. შეიძლება უფრო დიდ ფართში უფრო ცოტა ოთახები იყოს არასაკმარისი სარკმელების თუ სავენტილიაციო შახტების გამო…

ამიტომ, ბინის შერჩევისას მნიშვნელოვანია კარგად გავიაზროთ საკუთარი პრიორიტეტები. ზოგადად ადამიანები კითხულობენ ხოლმე კვადრატული მეტრი ფასებს და ნაკლებ ყურადღებას აგცევენ ბინის ერგონომიკას.

დავუშვათ ორი სხვადასხვა დეველოპერი ყიდის ერთნაირად საინტერესო ლოკაციებზე, ერთნაირი კონდიციით და სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტებით, ბინებს. ერთის ფასია 700 $/კვ.მ. ხოლო მეორის 650 $/კვ.მ. ერთი შეხედვით ბოლო შემოთავაზება უფრო მომხიბვლელი ჩანს რადგან უფრო იაფია.

ქვემოთ ფოტოებზე ორი, 2-საძინებლიანი ბინებიდან პირველი არის 62 კვ.მ. ხოლო მეორე 77 კვ.მ. (რეალური პროექტიდან).

ვნახოთ ციფრები:

62 X 700 $ = 43 400 $

77 X 650 $ = 50 050 $

ანუ, 650$-ანი დაახლოებით 15%-ით (6 650 $-ით) უფრო ძვირია 700$-თან შედარებით…

რა თქმა უნდა აქ მნიშვნელოვანია ოთახების ზომები და ყველა საჭირო ავეჯის განთავსების შესაძლებლობა… ასევე არც იმას ვამტკიცებთ რომ პატარა ბინის ყიდვა ჯობს დიდისას… ეს ჩანაწერი უბრალოდ გაკეთებულია იმისათვის რომ კარგად გაიაზროთ საკუთარი პრიორიტეტები და ალტერნატოვები…